პროექტი – „P.E.A.C.E.”

27067799_1951261721779235_6982095596380406635_n.pngპროექტი: „P.E.A.C.E. PeacefulEmpatheticAffectionateConsciousEtwinners” ჩვენი სკოლის VIII და X კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში სახელწოდებით „P.E.A.C.E. PeacefulEmpatheticAffectionateConsciousEtwinners”(„მშვიდობა“), სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 17 ქვეყანა. პროექტი მიმდინარეობდა ხუთი თვის განმავლობაში. მისი მიზანი იყო ბავშვებს გაეაზრებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც არის მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ჰარმონიულობა ადამიანებს შორის. პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები .
სამუშაო პროცესში შესრულდა შემდეგი აქტივობები:
სექტემბერი: პროექტი დაიწყო მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომუნიკაციით. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ქვეყანა, ქალაქი და სკოლა. მოსწავლეებმა დახატეს ლოგოები, შექმნეს პოსტერები. მოვნიშნეთ ჩვენი სკოლა რუკაზე.
ოქტომბერი: გავაკეთეთ ვიდეო მშვიდობის თემაზე და ავტვირთეთ თვინსფეისზე
ნოემბერი: შევქმენით ნახატები მშვიდობის თემაზე
დეკემბერი: ფოსტით ერთმანეთს გავუგზავნეთ ხელით შექმნილი ბარათები
იანვარი: პროექტის შეფასება და გაცნობა ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის

დატოვე კომენტარი