პროექტი – „P.E.A.C.E.”

27067799_1951261721779235_6982095596380406635_n.pngპროექტი: „P.E.A.C.E. PeacefulEmpatheticAffectionateConsciousEtwinners” ჩვენი სკოლის VIII და X კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში სახელწოდებით „P.E.A.C.E. PeacefulEmpatheticAffectionateConsciousEtwinners”(„მშვიდობა“), სადაც მონაწილეობას იღებდა ევროპის 17 ქვეყანა. პროექტი მიმდინარეობდა ხუთი თვის განმავლობაში. მისი მიზანი იყო ბავშვებს გაეაზრებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც არის მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ჰარმონიულობა ადამიანებს შორის. პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები .
სამუშაო პროცესში შესრულდა შემდეგი აქტივობები:
სექტემბერი: პროექტი დაიწყო მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომუნიკაციით. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ქვეყანა, ქალაქი და სკოლა. მოსწავლეებმა დახატეს ლოგოები, შექმნეს პოსტერები. მოვნიშნეთ ჩვენი სკოლა რუკაზე.
ოქტომბერი: გავაკეთეთ ვიდეო მშვიდობის თემაზე და ავტვირთეთ თვინსფეისზე
ნოემბერი: შევქმენით ნახატები მშვიდობის თემაზე
დეკემბერი: ფოსტით ერთმანეთს გავუგზავნეთ ხელით შექმნილი ბარათები
იანვარი: პროექტის შეფასება და გაცნობა ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის

მე ვამაყობ და ვიამაყენ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარ!

 

21743129-340257739757586-1384010462691922004-n.jpgსკოლა-ეს არის ადგილი სადაც ვიჩენთ ახალ მეგობრებს, ვსწავლობთ პრობლემებთან გამკლავების სხვადასხვა გზებს და რაც მთავარია ვიღებთ განათლებას, რომლითაც არა მარტო საკუთარ თავს არამედ საკუთარ ქვეყანას ვეხმარები მსოფლიო ლიდერ სახელმწეფოთა შორის საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში.

​რთულია გამოვარჩიო რომელიმე მასწავლებელი. ყოველი მათგანი ნაწილობრივ მონაწილეობას იღებს ჩემს აღზრდასა და განათლებაში. ოჯახურ გარემოსთან ერთად დიდ ზეგავლენას ნებისმიერ ბავშვზე სასკოლო გარემო ახდენს. დიდ დროს თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად ვატარებთ ამიტომ სკოლა ჩემი მეორე სახლია. ისე როგორც ოჯახიდან ვერ გამოარჩევ რომელიმე საყვარელს წევრს ანალოგიური ვითარებაა სკოლაში მასწავლებლებთან დაკავშორებით, თითოეული მათგანი თავისებური, განსხვავებული და განსაკუთრებულია. სკოლაში ნებისმიერს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები: სწავლით, ხატვიათ, ცეკვით, მხატვრულად კითხვით, სპორტით და ა.შ.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ფსიქოლოგი გავხდე და ვფიქრობ, რომ სსიპ-ქალაქ ქუთისის N11 საჯარო საკარო სკოლა, მასწავწავლებლები და თანაკლასელები ყველანაირად შემიწყობენ ხელს, რომ ჩემი სურვილი რეალობად ვაქციო. სკოლაში ძალიან ძლიერი მასწავლებლები გვყავს. გამოვარჩევდი ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ფიზიკის პედაგოგებს. ისინი არ იშურებენ ძალ-ღონეს რომ შეგვასწავლონ ეს საგნები. ვაფასებ თითოეულ მათგანს ამ შრომის და “თავდადების” გამო. თამამად შემიძლია ვთქვა რომ სწორედაც ისინი არიან ჩემი საყვარელი მასწავლებლები.
მინდა ყველამ იცოდეს რომ სსიპ-ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. მე ვამაყობ და ყოველთის ვიამაყენ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარ.

სკოლის მოსწავლეების შრომითი უნარების განვითარების პროგრამა

 

24879765-1927115434193864-5058924071015169182-o.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებში შრომითი     უნარების განვითარების მიზნით შეიმუშავა ,,სკოლის მოსწავლეების შრომითი უნარების   განვითარების პროგრამა’’ სსიპ – ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლის VII – XI კლასების   მოწავლეები სურვილის მიხედვით ისმენენ შრომითი უნარების განმავითარებელ გაკვეთილებს,   რომელიც დაიწყო 2017 წლის 14 ნოემბერს და დამთავრდება დეკემბრის ბოლოს. კუსრის   სწავლებას უძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი   ნანა თხელიძე სკოლის მასწავლებლებთან მადონა იდაძესა და ინგა ვაჭარაძესთან ერთად.
პროექტის ფარგლებში სსიპ – ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში შემოვიდა ტექნიკა 8 ცალი   ელექტრო საკერავი მანქანა, 2 ცალი ელექტრო უთომაგიდებით, 1 ცალი კორდონისა და ა   ამოხვევის ელექტრო მანქანა.

პროექტი “შავი ზღვა” 

23659373-1920074418231299-6855029067634424797-n.jpgსსიპ – ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა: გიორგი ფხაკაძე, ეკა მანია, გვანცა ხელაძე და ციცი ხარაბაძემ მოამზადეს პროექტი “შავი ზღვა.”   1996 წელს შავი   ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და   საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31   ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან   აღინიშნებასაქართველოში. პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან შავი ზღვის   გეოგრაფიულ მაჩვენებლებს. მის სატრანსპორტო, სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას,   კურორტებს, პორტებს. შავი ზღვის თავისებურებას თუ რატომ უწოდებენ მას ორსართულიან   ზღვას. გაეცნობიან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია BSEC. შავი   ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას და პრობლემებს.

სკოლის პატარა ავტორები

23847196-1921822331389841-5181919804882659464-o.jpgმეორე კლასის მოსწავლეებმა ულამაზესი წიგნები დაამზადეს. პატარა ავტორებმა შეარჩიეს ზღაპრები , ჩაწერეს მათი მოკლე შინაარსი და ნახატებით გააფორმეს, თუმცა ზოგიერთმა მოსწავლემ ამბავი თავად მოიფიქრა.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს. პატარა მწერალთა წიგნები საინტერესოდ იკითხება და სასიმოვნო განწყობას შეგიქმნით მათი დათვალიერება. ვუსურვოთ ჩემს პატარა მოწაფეებს წარმატებები გასავლელ გზებზე.
დამრიგებელი ინგა სანაძე.